“სულმოუთქმელად ველოდები!” – ანზორ მელია

„როგორც მშობელი, შვილის გათავისუფლებას სულმოუთქმელად ველოდები“, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია შვილის სასამართლო სხდომას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.

მისივე თქმით, ევროპა ხულიგნებს და ბანდიტებს გირაოს არ უხდის და მათ აღიარეს, რომ „საქართველოს პოლიტპატიმრები ჰყავს“

„დიდი ალბათობით გათავისფულდება, რადგან ევროკავშირია ჩართული. სხვა გამოსავალი მთავრობას არ აქვს. თუ თავის მოჭრა უნდა ბოლომდე კიდევ მოიგონონ რამე ხრიკები. როგორც მშობელი შვილის გათავისფულებას სულმოუთქმენლად ველოდები. არ ვიცი, ვნახოთ… მადლობელი ვარ ელჩების, ევროკავშირის, ოპოზიციური პარტიების, რომ ეს ერთობლივად შეძლეს. მთავრობას მინდა ვუთხრა, რომ უფრო თავშეკავებული კომენტარები გააკეთონ. არ შეიძლება ხალხის დაძაბვა. ჩვენ ხომ ქართველები ვართ. ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. არ არის საჭირო ასე აგდებულად მოხსენიება. თვითონ ხომ კარგად იციან, რომ ნიკა ვაჟკაცია და ყველაფერი გააკეთა, ეს მთავრობა გააშიშვლა. როდის იყო, რომ ევროპა ან ამერიკა ასე დადგომოდა… ნუთუ არავინ კარგი მრჩეველი არ ჰყავთ? ხულუგნებს და პანდიტებს გირაოს ევროპა არ უხდის. ევროპამ აღიარა, რომ საქართველს პოლიტპატიმრები ჰყავს,“ – ამბობს ანზორ მელია.

მსგავსი თემები