„ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ახლა მგონია არასწორი”- ხათუნა სამნიძე

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ახლა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არასწორია. მისი თქმით, დღეს ნომერ პირველი არჩევანი და პრიორიტეტი უნდა იყოს 12 პუნქტი.

„ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ახლა მგონია არასწორი, პოლიტიკური სიბეცეც, რადგან დღეს ნომერ პირველი არჩევანი და პრიორიტეტი უნდა იყოს 12 პუნქტი. იქნება თუ არა რიგგარეშე არჩევნები, ამას აჩვენებს პოლიტიკური პროცესი, როგორ მოიქცევა „ქართული ოცნება“, მაგრამ ამის მოთხოვნა დღეს არასწორია“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მსგავსი თემები