,,ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიმოქმედებ, როცა გადავწყვეტ, შევიწყალო თუ არა”- პრეზიდენტი გვარამიაზე

   საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების თემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, რაც ნაკლებია გარედან ზეწოლა, მით უკეთესია შეწყალებისთვის. „ერთადერთი, როგორც ჩანს, არის ის, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია ზეწოლის ქვეშ შეწყალება, რადგან მასზე, შესაძლოა, ზეწოლა მოახდინონ შიგნიდან და მე ამის შესახებ ვისაუბრე ევროპარლამენტში. დღევანდელი დღის მდგომარეობით, ჩვენ, ვფიქრობ, სამი ათასი პატიმარი გვყავს. მათი ოჯახებიდან, მეგობრებიდან ან გავლენის ჯგუფებიდან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ზეწოლის დაწყება. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება ჩემზეა. მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ მის შესაბამისად. მე საკუთარ თავზე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ, როდესაც … ვრცლად ,,ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიმოქმედებ, როცა გადავწყვეტ, შევიწყალო თუ არა”- პრეზიდენტი გვარამიაზე