„ნორმალურმა ადამიანმა, “პიდარასტს” როგორ უნდა უთხრას “პიდარასტი” ხარო, ეს შეტევა საბჭოთა პერიოდში დაიგეგმა“ –  ნანა კაკაბაძე საპატრიარქოს ამბებზე

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ეკლესიის წინააღმდეგ შეტევას მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს და მეუფე პეტრესა და თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილს ამ კამპანიის ნაწილად მოიხსენიებს. როგორც უფლებადამცველმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სახეზეა ადამიანების რადიკალური გარდასახვა, რის უკანაც შესაძლოა, მათ მიმართ არსებული კომპრომატები იდგეს.

„ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებას წარმოვადგენთ და ჩვენთან სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ძალიან ხშირად გვსტუმრობენ. არ წარმომიდგენია, ნორმალურმა ადამიანმა, თუნდაც მის  წინაშე მდგომ პიდარასტს  პირში უთხრას პიდარასტი ხარო. წარმოგიდგენიათ, რომ ეს ნორმალური მოვლენაა?  როდესაც ამ მოვლენებს გაანალიზებთ, მიხვდებით, რომ ამის უკან დგას ძალიან დიდი თამაში, რომელ თამაშშიც ჩართულები არიან  სუსტი ნებისყოფის ადამიანები. სავარაუდოდ, რაღაც კომპრომატებით დავერბოვკებული ადამიანები“ – ეს განცხადება ნანა კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.    

უფლებადამცველი  თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილის ბრალდებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიგეგმა, რომელიც დღეს სრულდება.

„არ ვიცი ტიგინაშვილზე რა კომპრომატები არსებობს ან რა მატერიალური კეთილდღეობისთვის მოხდა მისი ასეთი გარდასახვა.  ზუსტად ვიცი, რომ ნორმალური ადამიანი, მართლაც რომ “პიდარასტი” იდგას მის წინაშე, პირში ვერ ეტყვის შენ “პიდარასტი” ხარო. როდესაც ეს გააკეთა პეტრემ, აქ მარტო ფსიქიკური პრობლემასთან არ გვაქვს საქმე.  არ არსებობს ასეთი გაგიჟება. ამის უკან დგას სერიოზული ხალხი. უნდა დაინტერესდეთ, რა დგას ამის უკან. ჩვენ, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ვიცოდით, რომ ეკლესიის წინააღმდეგ შეტევა იგეგმებოდა და ეს იგეგმებოდა სწორედ იმ ფორმით, როგორც ეს დღეს ხდება. ზუსტად ვიცოდით, რომ ეს თემა უნდა აგორებულიყო. როგორც ჩანს, დღეს მოვიდა ამისი დრო და შეძლეს ამ თემის აგორება და ამ თემით ეკლესიასთან დაპირისპირება. ვინ იქნებოდა დღეს პაატა ცაავა, რომ არა ეკლესია და ის, რაც მას პატრიარქმა გაუკეთა?“ – განაცხადა ნანა კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები