“ჩვენ ყველა სიძნელეს დავძლევთ, ქვეყანასაც გავამთლიანებთ და ეკონომიკასაც ავაღორძინებთ” – ბიძინა ივანიშვილი

თავისუფლების მოედანზე მიმდინარე ღონისძიებაზე “საქართველოს გზა ევროპისკენ” შეკრებილ ხალხს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მიმართა.

ბიძინა ივანიშვილმა გამოსვლისას ხელისუფლების ოპონენტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ცდუნების მიუხედავად ხელისუფლება მათ მოექცევა არა ისე როგორც იმსახურებენ, არამედ როგორც ქართველი ხალხი და კულტურა იმსახურებს. 

“დიდია ცდუნება უპასუხო მათ, როგორც იმსახურებენ, მაგრამ მე და ჩემი გუნდი “ქართული ოცნება” ვრჩებით 2012 წლის იდეალების ერთგულად, მათ ახლაც მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე როგორც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ჩვენი კულტურა,” – განაცხადა ივანიშვილმა.

“ქართული ოცნების” ლიდერის თქმით, მისი პოლიტიკური ძალა ყველა სიძნელეს დაძლევს და პოლიტიკურ ოპონენტებსაც კი ქვეყნის სამსახურში ჩააყენებს.

“ჩვენ ყველა სიძნელეს დავძლევთ, ჩვენ ქვეყანასაც გავამთლიანებთ და ეკონომიკასაც ავაღორძინებთ და რაც მთავარია ისე ვივლით ამ გზაზე, რომ ადამიანი დარჩება მთავარ ღირებულებად და ჩვენ აგრესიულ ოპონენტებსაც კი, მალე როდესაც ისინი თავად დარწმუნდებიან სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული პოლიტიკის უპერსპექტივობაში, მათაც ქვეყნის სამსახურში ჩავაყენებთ, რადგან ასე მღერიან ქართულ მრავალჟამიერში, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები