პოლონეთის ქალაქ ლუბლინის პოლიციამ კატალიზატორის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავა. მამაკაცს ბრალი უკვე წაუყენეს.
31 წლის ქართველ კაცს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
,,ქურდი საკმაოდ ზედმიწევნით არჩევდა სატრანსპორტო საშუალებებს და მისი ქმედებები ყოველთვის ძალიან სწრაფი იყო. სულ დაიკარგა 5 კატალიზატორი და ადგილი ჰქონდა ქურდობის 2 მცდელობას. ზარალი შეფასდა 20,000 ზლოტზე მეტად,”- განაცხადა კამილ გოლენბიოვსკიმ, მუნიციპალური პოლიციის შტაბის სპიკერმა.
ქართველს ბრალი ქურდობის 5 ფაქტზე და ქურდობის 2 მცდელობაზე წაუყენეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.