,,თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი, ვაწამებთ, მოვკალით, მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი, ვაწამებთ, მოვკალით, მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს. მთელი ეს სიბინძურე დასრულდა სტრასბურგის ერთი ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებით,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

პრემიერის თქმით,  მთელი ეს სიბინძურე სტრასბურგის გადაწყვეტილებით დასრულდა, რომ საქართველოს მთავრობა ყველა პატიმარს და მათ შორის პატიმარ სააკაშვილს ეპყრობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

„თუ არ ვცდები, მანამდეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის დროს აშშ-ში ყოფილი ელჩი, ბატონი იაკობაშვილი იყო ჩართული ამ ახალი ლობისტური კომპანიების მოძიებაში. როგორც დაიქირავა სააკაშვილმა, მისმა დედამ, გახსოვთ, ლობისტური კომპანია და გადაიხადეს ოფიციალურად მილიონი დოლარი მხოლოდ ერთ კომპანიაში, რომ ის აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი და სხვა ანტიეროვნული, ანტიქართული კამპანია ეწარმოებინათ ჩვენი ქვეყნის წინააღმდგ, თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი. ეს არ სიამოვნებთ, რომ მე გამოვდივარ საერთაშორისო პლატფორმებზე და ამაზე ღიად ვლაპარაკობ, თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი, ვაწამებთ, მოვკალით, მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს. მთელი ეს სიბინძურე დასრულდა სტრასბურგის ერთი ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებით, რომ საქართველოს მთავრობა ყველა პატიმარს და მათ შორის პატიმარ სააკაშვილს ეპყრობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები