,,გვარამიას საქმეზე ჩემგან ნუ ელოდებით კომენტარს, ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე”- პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმე ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე, მისივე თქმით, არც იცოდა, რომ ”მთავარი არხის” გენერალური დირექტორის საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში უნდა გაგრძელდეს.

,,გვარამიას საქმეზე, ჩემგან ნუ ელოდებით კომენტარს, ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც თავისი აზრი და შეფასება და გამოძიების შედეგები დაიდო პროკურატურის მიერ, საგამოძიებო ორგანოების მიერ. სასამართლომ გადაწყვიტა ეს და მე არც ვიცოდი უზენაესში თუ არის მისი საქმე. ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და ჩვენ არანაირი როლი არ გვაქვს ამ საქმეში. მაგრამ, მე მგონი საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ გვარამიამ, ისევე როგორც კეზერაშვილმა, მაგრამ აქ პატარა მასშტაბებია შედარებით, 6 მილიონით გაძარცვა ტელეკომპანია რ2, 6 მილიონით, მე თუ არ ვცდები, ეს რაც ვიცი მედიისგან”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები