,,რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად”- ირაკლი ღარიბაშვილი

რატომ არ მიესალმნენ ირაკლი ღარიბაშვილი და  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს მოლდოვაში გამართულ ფორუმზე?  პრემიერის განცხადებით,  კიშინიოვში 45 ლიდერი იმყოფებოდა, საიდანაც შეიძლება ხუთმა ან ექვსმა ნახა ზელენსკი.

,,ძალიან მარტივად იყო საუბარი. თქვენ რომ გიყურებთ, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი რაც ხდება მედიაში და დეგრადირებულ ოპოზიციაში. არაფერი არ ხდებოდა იქ განსაკუთრებული, იქ იყო 45 ლიდერი, აქედან შეიძლება 5-მა ან 6-მა ნახა ზელენსკი, 10-მა მაქსიმუმ და ეს იყო, იქ რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე –  საშუალება, რომ ჰქონოდა, რას ეტყოდა ის ზელენსკის, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „მიესალმებოდა ჩვეულებრივ”.

მსგავსი თემები