“შახტში სამუშაოების განახლებას კატეგროიულად დაუშვებელია“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ტყიბულის მეშახტეებს სოლიდარობას უცხადებს და შახტის დირექციის გადაწყვეტილებას მიუღებელს უწოდებს.

მისი განცხადებით, შახტაში მხოლოდ ტექნიკური სამუშაოები უნდა შესრულდეს, რაც მისი უსაფრთხოებისთვის გარდაუვალია:

„შახტში მოპოვებითი საქმიანობის გაგრძელება, სანამ გამოძიება კონკრეტულ მიზეზებს არ დაადგენს და მეშახტეთა უსაფრთხოება არ იქნება გარანტირებული, კატეგორიულად დაუშვებელია. ამჟამად შესაძლებელია შახტაში მხოლოდ ტექნიკური სამუშაოები შესრულდეს, რაც მისი უსაფრთხოებისთვის გარდაუვალია. სხვა შემთხვევაში ვინ არის პასუხისმგებელი, რომ ტრაგედია კიდევ არ დატრიალდება? “- აცხადებს დეპუტატი.

მსგავსი თემები