უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინის უმეტეს რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინელებს მასობრივი სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ აფრთხილებენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონები „გაწითლდა“, მაგრამ მოგვიანებით განგაშის გაფრთხილება სხვა რეგიონებზეც გავრცელდა.

,,ნუ უგულებელყოფთ განგაშის სიგნალს, გადადით თავშესაფრებში”,- წერს ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო-ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი.

მსგავსი თემები