,,რა გახდა კანდიდატობა, რომ არ გვაძლევენ”- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
როგორც მეუფე იაკობმა ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ქადაგებისას აღნიშნა, სანამ რუსეთს ბოლომდე არ დაასუსტებენ, ომი არ დასრულდება.
,,რა გახდა კანდიდატობა, რომ არ გვაძლევენ. რა უნდათ ჩვენგან, რომელ სანქციებზე მელაპარაკებიან? უკრაინას, რითაც შეგვიძლია ვეხმარებით, 20% მეც მაქვს დაკარგული. სანამ რუსეთს ბოლომდე არ დაასუსტებენ ეკონომიკურად, ომი გაგრძელდება, ასე მჯერა, რატომ ვიტყუებთ თავს?!“- აღნიშნა მეუფე იაკობმა.