,,საბჭოთა კავშირის აღდგენა, ეს არის პუტინის ცხოვრების მიზანი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

ვლადიმერ პუტინმა საბჭოთა კავშირის აღდგენა თავისი მმართველობის მიზნად აქცია, ამიტომ ბელარუსი შეიძლება იყოს რუსეთის აგრესიის შემდეგი პოტენციური სამიზნე – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმრი ზელენსკიმ განაცხადა.

,,საბჭოთა კავშირის აღდგენა. ეს არის მისი ცხოვრების მიზანი. ვინაიდან დიპლომატიური გზით ამის მიღწევა შეუძლებელია, ყველანაირი მუქარა სცადა და ენერგია იარაღად გადაექცია. ბოლოს ეს ჩაიშალა. მერე გადაწყვიტა გამხდარიყო. ღია აგრესორი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ სრულმასშტაბიან შეჭრამდე დიდი ხნის განმავლობაში პუტინი ყოველმხრივ ერიდებოდა სატელეფონო საუბარსაც კი უკრაინის ხელმძღვანელობასთან.

 

მსგავსი თემები