,,ხელოვნური ინტელექტიც კი უფრო ჭკვიანია, ვიდრე რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა”- პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკი მოსკოვზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტიც კი უფრო ჭკვიანი და შორსმჭვრეტელია, ვიდრე რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა.

,,დრონები აპროტესტებენ, უარს აცხადებენ უკრაინელ სამოქალაქო პირებზე თავდასხმაზე და ფეთქებადი პროტესტით უბრუნდებიან რუსული “საჰაერო ტერორის” ავტორებს მოსკოვში. ხელოვნური ინტელექტიც კი უფრო ჭკვიანი და შორსმჭვრეტელია, ვიდრე რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა”, – წერს პოდოლიაკი.

,,კიევის რეჟიმმა მოსკოვის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმა დაიწყო”- რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

მსგავსი თემები