,,დიახ, რუსეთს აღიზიანებს ნატო-ს გაფართოება, დიახ, იბრძვის ამის საწინააღმდეგოდ”- მამუკა მდინარაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ეხმიანება.

მისი თქმით, ყველა გამოსვლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს მკაფიო გზავნილები აქვს ჩვენი მეგობრების მიმართ.

,,ანუ, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, გამოდის რომ, ღარიბაშვილისგან გაიგეს, რომ თურმე რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება და რომ თურმე ის იბრძვის ამ გაფართოების წინააღმდეგ, ანუ, ეს გაუკვირდათ? და ეს ასე არ არის? დიახ, რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება, დიახ, იბრძვის ამის საწინააღმდეგოდ,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

,,ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი”- ღარიბაშვილი უკრაინის ომზე

 

მსგავსი თემები