“კარანტინის რეჟიმიდან გამოსვლასთან ერთად უკიდურესი სიფხიზლე უნდა გამოვიჩინოთ” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად უკიდურესი სიფხიზლის გამოჩენაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ აქამდე გერმანიასა და სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა.

„იმედის ნიშნებს ვხედავთ, ქვეყნები კარანტინის რეჟიმიდან ეტაპობრივ გამოსვლას იწყებენ. თუმცა, უკიდურესი სიფხიზლე უნდა გამოვიჩინოთ. თუ დაავადება დაბალ დონეზე შენარჩუნდება, კლასტერების გამოკვლევის შესაძლებლობის გარეშე, ყოველთვის იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ვირუსი კვლავ წამოყოფს თავს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა.

მსგავსი თემები