“საშინელი გადაწყვეტილების გადაფიქრებაში, ადამიანს ეკლესია ეხმარება, რეალობა კი, უჭრის ამ გზას ახალგაზდებს” – დეკანოზი

დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი თვლის, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ეკლესიის დაკნინების მცდელობა, მხოლოდ უარყოფით შედეგს გამოიღებს და ახალგაზრდას ეკლესიასთან დააშორებს.

მისი თქმით, ერთი ცუდი ექიმის, მასწავლებლისა თუ მღვდლის გამო, ინსტიტუციების შეურაცხოფა არ უნდა დავიწყოთ. აღნიშნულის შესახებ დეკანოზმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

“თუ სადმე, ან ვინმესთან მოდიოდნენ ეს ადამიანები, ახალგაზრდაც და ზრდასრულიც, იყო ეკლესია და თანამედროვე რეალობა ერთი ხელის მოსმით უჭრის ამ გზას ახალგაზდებს. ისინი რჩებიან მარტო. აჭრელებულია ქალაქი, სოციალური ქსელები, საიფორმაციოები და აქტიურად მიმდინარეობს პროპაგანდა, სუიციდის. ამ დროს კი ეკლესია გვეუბნება, რომ ეს არ არის გამოსავლი, თვითმკვლელობა ეკლესიისგან დაგმობილი ფაქტია. ამიტომაც, აუცილებელია, სკოლებში მოძღვრების შესვლისა, მეტი კონტაქტი, ურთიერთობა და არა დაპირისპირება და გაუცხოება. ეკლესიის, სკოლა – ამ ფასეულობების შეურაცხყოფა, ლანძღვა, ბრალდება, გაუფასურება იწვევს ბავშვის საყრდენების მოშლას. ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს მათ მიმართ.

თუ ვინმე ამ საშინელი გადაწყვეტილების გადაფიქრებაში ხელს უშლის ადამიანს, ეს სასულიერო პირია, რომელიც ხშირად საერთოდ არ ჩანს…

ჩვენ ვართ ერთი საზოგადოება და ყველას მიზანია, ჩვენ ირგვლივ არსებული გარემო გავაჯანსაღოთ, ეს პირველ რიგში გულისხმობს ერთმანეთის მოსმენას, ერთმანეთის ნდობას. მეორე არის ის რომ ცხოვრებას როცა აგინებ, ნიშნავს, ხელი გაქვს ჩაქნეული, რომ ამ გარემოს ვერ გამოცვლი და მესამე, – ჩვენ ვაბინძურებთ გარემოს ჩვენი აგრესიით, რომლითაც მარტივად ხდება სწორედ იმ მოწყვლადი ფენის მოწამვლა. ინსტიტუციების დანგრევა არავის არ წაადგება ერთი ცუდი ექიმის, მასწავლებლის მღვდლის სამხედროს გამო არ უნდა დავიწყოთ ინსტიტუციის შეურაცხყოფა და ნგრევა. ჩვენ უნდა გავიხსენოთ, ეს არის ის თაობა, რომელიც გაიზარდა ზიარებით და მსახურებაზე დასწრებით, მაგრამ ხმაურის ეპოქაა და ამ ხმაურს იწვევს სკანდალები. ანუ მასმედიის ყურადღება შესაძლოა, მიიპყრო სკანდალით, და შესაძლოა, ვთქვათ, რომ მასმედია უნებლიე მაპროვოცილებელია სკანდალისა, ბავშვის გარდატეხის ასაკში კი ყველაზე მნიშვნელოვანია, მიიქციოს ყურადღება,” – აცხადებს დეკანოზი.

მსგავსი თემები