ურაინის გენერალური შტაბის შეჯამების მიხედვით, რუსეთმა შეწყვიტა წინსვლის მცდელობა კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ კუპიანსკის მიმართულებით რუსული არმია „აგრძელებს პოზიციების გამაგრებას გარკვეულ რაიონებში“; ხოლო წინსვლის მცდელობები არ ყოფილა ლიმანის მიმართულებით.
“მტრის ძირითადი ძალისხმევა კვლავ კონცენტრირებულია შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე ბახმუტის, ავდეევკასა და მარინსკის მიმართულებით”, – წერს უკრაინის გენერალური შტაბი.