უკრაინა 12 ათასი ფიზიკური და 3 ათასი იურიდიული პირისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერმაკ-მაკფაულის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფმა რუსეთის წინააღმდეგ, ინდივიდუალური სანქციების განხორციელების გეგმა  შეიმუშავა. სანქციების მიზანი, რეჟიმის ელიტაზე ზეწოლის გაზრდაა.

უკრაინული მხარე   12 ათასი ფიზიკური და 3 ათასი იურიდიული პირისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს.

,,შემოთავაზებულია სანქცირებული პირების შემდეგი კატეგორიები: ოლიგარქები, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, კომპანიის ძირითადი მენეჯმენტი, მათ შორის უცხოელები, რუსი პროპაგანდისტები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ყველა ამ ადამიანის ოჯახის წევრები და მარიონეტები. ასევე შემოთავაზებულია განიხილოს ყველა რუსი სპორტსმენის მიმართ ინდივიდუალური სანქციების შემოღება. ანსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ოლიგარქებს, რომლებიც აქამდე ახერხებდნენ სანქციების თავიდან აცილებას. მაგალითად, ვლადიმერ პოტანინი, Norilsk Nickel-ის და სხვა მსხვილი აქტივების მფლობელი, ანდრეი ბოკარიოვი, Transmashholding და სხვა მსხვილი აქტივების თანამფლობელი, ისკანდერ მაჰმუდოვი, Transoil, Transmashholding-ის თანამფლობელი და სხვები,”- ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები