,,უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია”- იენს სტოლტენბერგი

,,ნატო დგას თქვენთან ერთად დღეს, ხვალ და იდგება იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“, – ამის შესახებ “ნატოს” გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელიც ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.

„ჩვენ თქვენ გვერდით ვიდექით 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, ჩვენ ვდგავართ თქვენთან გმირულ ბრძოლაში რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ და თქვენი ქვეყნის დაცვაში. და ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით ხვალ, როდესაც თქვენ აღადგენთ ქვეყანას და იმუშავებთ უკრაინელი ხალხის ნათელი მომავლისთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა გამოხატა მხარდაჭერა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული მშვიდობის ფორმულისთვის და დაარწმუნა, რომ ალიანსი გააგრძელებს უკრაინის არმიის გაძლიერებას.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების შესაძლებლობები მაქსიმალურად ძლიერი იყოს. უკრაინამ სწორად უნდა იპოვოს ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახში და უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია. და ჩვენ დაგეხმარებით. ჩვენი მხარდაჭერით ჩვენ ამას შევძლებთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი თემები