,,უკრაინის ნატოში გაწევრიანების პრევენცია რჩება ”სპეცოპერაციის” მიზნად”- დიმიტრი პესკოვი

უკრაინის ნატოში გაწევრიანების პრევენცია კვლავ სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის  პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„უდავოდ. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, – განაცხადა პესკოვმა.

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის კიევში ვიზიტის კომენტირებისას პესკოვმა აღნიშნა, რომ კრემლი ამ ფონზე არ აფასებს უკრაინის ნატოში შესვლის პერსპექტივებს.

ცნობისთვის, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში დღეს ჩავიდა.

მსგავსი თემები