,,როგორ შეიძლება ხორბალი ვერ ჩააბარო? აქ საუბარია ფასზე”- ოთარ შამუგია

,,როგორ შეიძლება ხორბალი ვერ ჩააბარო? აქ საუბარია ფასზე, მათთვის დღეს არსებული ფასი მისაღები არ არის,” –  ამის შესახებ განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, მსოფლიო ბაზარზე დიდ მწარმოებლებს ძალიან დიდი მოსავალი ჰქონდათ და ხორბლის ფასიც მნიშვნელოვნად შემცირდა.

,,იმ ფერმერებს, ვისაც გარკვეული რაოდენობის პროდუქცია აქვს და ჩაბარება უწევს, ვერ დავეთანხმები, რომ ისინი ვერ აბარებენ ამ პროდუქტს.ეს ასე არ არის და ვერ იქნება. როგორ შეიძლება ხორბალი ვერ ჩააბარო? აქ საუბარია ფასზე, მათთვის დღეს არსებული ფასი მისაღები არ არის. ამ ადამიანებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, რომ ეს საკითხი გადაწყდეს ისე, რომ არ მოხდეს პურზე ფასების მატება, ეს არის უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტული. პირიქით, შევინარჩუნოთ პურის ფასის კლების დინამიკა. ასევე, ფერმერებს მივცეთ შესაძლებლობა პროდუქციის რეალიზაცია განახორციელონ. რა თქმა უნდა, ეს უნდა განხორციელდეს იმ საბაზრო ფასების პრინციპებზე დაყრდნობით, რომელიც დღეს არსებობს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მსგავსი თემები