71 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ 18 წლის ბიჭი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

კახეთში, 71 წლის მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულ 18 წლის კაცს,  აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება, თელავის რაიონულმა სასამართლომ, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

სხდომაზე ბრალდების მხარე პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორის განცხადებით, დაკავებულის მხრიდან არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.. დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა.

ახმეტაში, 18 წლის ბიჭმა 71 წლის მეზობელი მოკლა

მსგავსი თემები