,,უმრავლესობა უმცირესობაში გადავიდა”- ხატია დეკანოიძე

„დისკუსია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ და კლანი ერთმანეთთან არიან გარიგებული, პრაქტიკულად აღარ არსებობს”,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობა უმცირესობაში გადავიდა.

„გუშინწინ და გუშინ ჩვენი მობილიზაციის შედეგად მათ ჰქონდათ შიში და გაიქცნენ ორჯერ დარბაზიდან. ანუ უმრავლესობა უმცირესობაში გადავიდა. ძალიან სამწუხაროა, რომ გირგვლიანის საქმის მოსამართლეს მურუსიძეს და კლანს გადაეფარა. დისკუსია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ და კლანი ერთმანეთთან არიან გარიგებულები, პრაქტიკულად აღარ არსებობს. ეს არის უკვე ის მოცემულობა, რომელიც არის ძალიან აქტიურად განხილვადი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ახლა დგება უკვე მეორე ეტაპი. ჩვენ შემდეგ სასესიო კვირაშიც ძალიან სერიოზული მობილიზაცია უნდა გვქონდეს. ვნახოთ, როგორი იქნება ყველა ოპოზიციის გეგმა. მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს და წავა ყველანაირ საბოტაჟზე ოღონდ ეს საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი თემები