,,სასამართლომ კიდევ ერთი სასარგებლო საქმე გააკეთა ამ ქვეყანაში”- არჩილ თალაკვაძე

,,სასამართლომ კიდევ ერთი სასარგებლო საქმე გააკეთა ამ ქვეყანაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ როგორც იქნა დაიწყო პარლამენტში სიარული და სხდომებზე დასწრება.

,,სასამართლომ კიდევ ერთი სასარგებლო საქმე გააკეთა ამ ქვეყანაში – ოპოზიციამ, რომელიც საძებარი იყო, სხდომებზე არ დადიოდა, 8 თვე ბოიკოტში იყო, შემდეგ აცდენდა ყველა სხდომას, დებატებშიც არ მონაწილეობდა და „მინისტრის საათებსაც“ არ ესწრებოდა, როგორც იქნა დაიწყო პარლამენტში სიარული და სხდომებზე დასწრება. იმედია, 2024 წლის შემოდგომის ჩათვლით, ეს ოპოზიცია ასე ივლის სხდომებზე,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს , რა ინტერესები აქვს ოპოზიციას.

,,საზოგადოება კარგად ხედავს, სინამდვილეში, რა ინტერესები აქვთ რადიკალურ ოპოზიციას, როდესაც სასამართლოზე სურს მორიგი შეტევისა და კამპანიის წამოწყება. ჩვენ არ მივეცით საშუალება, ძირი გამოუთხარონ საქართველოს სასამართლოს და მორიგი შეტევა განახორციელონ სასამართლო სისტემაზე. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ნაწილი, ეს არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი. ჩვენ არ მივცემთ უფლებას რადიკალურ ოპოზიციას (აღარავინ იცის უკვე, რა ინტერესები ამოძრავებთ, საიდან და როგორ იმართება მათი საქმიანობა) საქართველოს დამატებით მიაყენოს ზიანი, მით უმეტეს, ხელი შეუშალოს ევროინტეგრაციის პროცესს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები