,,ხვიჩა კვარაცხელია თავისი არსით ჩემპიონია, რაც შეეხება ე.წ ლიბერალებს, ისინი არიან ქაჯები” – ირაკლი კობახიძე

,,ხვიჩა კვარაცხელია თავისი არსით არის ჩემპიონი. რაც შეეხება ე.წ ლიბერალებს, ფსევდო ლიბერალებს, ისინი არიან უბრალოდ ქაჯები,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ეროვნული ნაკრებისა და კლუბ “ნაპოლის” ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრისას განაცხადა.

,,ხვიჩა კვარაცხელია თავისი არსით არის ჩემპიონი მოწოდებულია ამისთვის. რაც შეეხება ე.წ ლიბერალებს, ფსევდო ლიბერალებს, ისინი არიან უბრალოდ ქაჯები, ეს შემიძლია გითხრათ ერთადერთი იმ კომენტარებთან დაკავშირებით, რაც მათი მხრიდან ვრცელდება ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რომ მათი კომენტარები ეხებოდა უწმინდესს და უნეტარეს, რა თქმა უნდა, მათი ასეთი კომენტარები არის უბრალოდ ქაჯობა, მეტი კომენტარის გაკეთება ამასთან დაკავშირებით არ შემიძლია. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მას წინ ელის ძალიან დიდი წარმატებები, გამარჯვებები, განსხვავებით ამ ფსევდო ლიბერალებისგან,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები