,,შეუტანონ სათანადო კალორაჟის საკვები მიხეილ სააკაშვილს და არავითარი ექიმი საჭირო არ იქნება”- ირაკლი კობახიძე

,,შეუტანონ სათანადო კალორაჟის საკვები მიხეილ სააკაშვილს და არავითარი ექიმი საჭირო არ იქნება,”-  ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გაუგონარ ქმედებებში არის თავად მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ჩართული.

,,სათანადო კალორაჟის საკვები არის ერთადერთი, რაც არის საჭირო. აქედან გამომდინარე, თვითონვე არიან არათანმიმდევრულები საკუთარ განცხადებებში. შეუტანონ სათანადო კალორაჟის საკვები მიხეილ სააკაშვილს და არავითარი ექიმი საჭირო არ იქნება. თუმცა, გაუგონარ ქმედებებში არის თავად ოჯახი ჩართული. მათ არ შეაქვთ სათანადო კალორაჟის საკვები, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი მოვლენაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები