,,ვიცით უახლოეს მომავალში მტრის ყველა გეგმის შესახებ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,შტაბმა გააანალიზა ფრონტის ყველა სფეროში არსებული მდგომარეობა. ვიცით უახლოეს მომავალში მტრის ყველა გეგმის შესახებ,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს.

მისი თქმით, უკრაინა დღითიდღე ძლიერდება.

,,შტაბმა გააანალიზა ფრონტის ყველა სფეროში არსებული მდგომარეობა. ჩვენ მოვუსმინეთ ბუდანოვს – ჩვენ ვიცით უახლოეს მომავალში მტრის ყველა გეგმის შესახებ. ჩვენ ვამუშავებთ კიდევ უფრო უკეთეს სქემას დანაყოფების მიხედვით იარაღისა და საბრძოლო მასალის განაწილებისთვის, განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ახლადშექმნილ ჯგუფებზე. მათ ასევე განიხილეს შიდა საწარმოების მიერ რაკეტებისა და საბრძოლო მასალის წარმოების შექმნის საკითხი. დღითიდღე ვძლიერდებით,”- წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები