თურქეთში საქართველოს საელჩო კონტაქტზეა სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან – საგარეო უწყება 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს საელჩო კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან.

„თურქეთში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. საელჩო  მუშაობს ყველა მიმართულებით“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის,  სუდანში, არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება “სწრაფი მხარდაჭერის ძალებს” შორის დაპირისპირება გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1 100-ს აღწევს.

წყარო: პირველი არხი.

 

მსგავსი თემები