უკრაინაში 750-ზე მეტი ადამიანი ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიური დაზვერვის ანგარიშის თანახმად, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 750-ზე მეტი ადამიანი ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტად დაზარალდა ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის ძალებს ოკუპირებული ჰქონდა, კერძოდ – ხერსონი და ხარკოვი.

,,შეჭრის დაწყების შემდეგ დაფიქსირდა 750-ზე მეტი ნაღმების აფეთქების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი – ყოველ რვა ადამიანში ერთი, ბავშვი იყო. უკრაინის ნაღმებისგან გაწმენდას, სავარაუდოდ, მინიმუმ ათი წელი დასჭირდება”, – აცხადებენ უწყებაში.

 

 

მსგავსი თემები