,,ადამიანი ჩონჩხად გადაიქცა”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ”ვივამედში” დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი “ჩონჩხად იქცა”.

,,ჯანმრთელობა დაახლოებით, აი, იმ მდგომარეობაში დამხვდა, სიცხეები არის, წნევა, ეს ყველაფერი არის სისუსტე, უჭირს სიარული. ადამიანი ჩონჩხად გადაიქცა. რომ დგება, ეს ხერხემალი სრულიად გადაღუნულია, 100 წლის ადამიანივით. ძლივს მიჩოჩავს,”- განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები