,,პრეზიდენტის თვითმფრინავით უნდათ გაფრენა? ამაზე წუხან? დეპუტატებს მთავრობის ნებართვა ხომ არ სჭირდებათ?”- ბექა ოდიშარია

,,პრეზიდენტის თვითმფრინავით უნდათ გაფრენა? ამაზე წუხან? აბა, მოიკითხეთ, დეპუტატებს მთავრობის ნებართვა ხომ არ სჭირდებათ? ადგნენ და წაბრძანდნენ,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიამ უპასუხა კითხვას, ხომ არ აქვს ინფორმაცია სტრასბურგში, პრეზიდენტთან ერთად სხვადასხვა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების გამგზავრებასთან დაკავშირებით.

,,ვერ ვხდები, პრეზიდენტთან ერთად ქალი დეპუტატების წასვლა რას ნიშნავს? კაცი რომ ყოფილიყო? წავიდნენ, 17 აპრილს არ არის გამოსვლა? წაბრძანდნენ. პრეზიდენტის თვითმფრინავით უნდათ გაფრენა, ამაზე წუხან? აბა, მოიკითხეთ. დეპუტატებს მთავრობის ნებართვა ხომ არ სჭირდებათ? ადგნენ და წაბრძანდნენ. აგერ, ვიქენდებზე დადიან და რიგგარეშე სხდომის საკითხი ჩაშალეს. როცა უნდათ და სადაც უნდათ, იქ მიბრძანდებიან, ქალიც და კაციც. რას წუხან, ვერ გავიგე“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის,  პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ სტრასბურგში პრეზიდენტთან ერთად ქალი დეპუტატების გამგზავრებაც იგეგმებოდა.

მთავრობა პრეზიდენტს პასუხობს და აცხადებს, რომ მისი განცხადება უსამართლოა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტრასბურგში ვიზიტის გადადებაში მთავრობას ადანაშაულებს

მსგავსი თემები