“ოქტომბრის შუა რიცხვებიდან გრიპზე რისკ ჯგუფების აცრას დავიწყებთ” – ამირან გამყრელიძე

„შემოდგომაზე იწყება ხოლმე გრიპის სეზონიც. გრიპისა და კოვიდის კლინიკური სურათი თითქმის იდენტურია, ანუ კლინიკურად გარჩევა რთულია” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აუვილებელია, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში შემავალმა პირებმა გრიპის საწინააღმდეგო აცრა ჩაიტარონ, რათა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ვითარება არ გართულდეს.

“შემოდგომაზე იწყება ხოლმე გრიპის სეზონიც. გრიპისა და კოვიდის კლინიკური სურათი თითქმის იდენტურია, ანუ კლინიკურად გარჩევა რთულია, გარჩევა ხდება ძირითადად ლაბორატორიულად. მსოფლიო ძალიან ყირადღებით ეკიდება. პირველი სეზონი იქნება, როდესაც გრიპი და კორონავირუსული ინფექცია იქნებიან ერთად, ანუ თანაარსებობა იქნება. ეს ერთი მხრივ საფრთხილოა, რადგან მათ ურთიერთდამძიმების პოტენციალი აქვთ. ოქტომბრის შუა რიცხვებიდან გრიპზე რისკ ჯგუფების აცრას დავიწყებთ და ვინც არიან, უნდა აიცრან. წელს გრიპის აცრა უფრო გაფართოვდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები