პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე 21 წლის ეროვნული გვარდიის წევრი დააკავეს

პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) მასაჩუსეტსის ეროვნული საჰაერო გვარდიის წევრი დააკავა. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა განაცხადა.

გარლანდის თქმით, ტეიშერი მასაჩუსეტში ინციდენტის გარეშე დააკავეს და ის ფედერალურ სასამართლოში წარსდგება.

,,ეს გამოძიება გრძელდება. დამატებით ინფორმაციას შესაბამის დროს გავაზიარებთ”, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

აშშ-ის პროკურატურის ცნობით, ტეშეირა პირველად სასამართლოში პარასკევს, ბოსტონში გამოცხადდება.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში გაჟონა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებმა, რომლებიც მოიცავს დეტალურ სადაზვერვო შეფასებებს მოკავშირეებისა და მოწინააღმდეგეების შესახებ, მათ შორის უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და კიევისა და მოსკოვის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ.

მსგავსი თემები