ქურდობის მცდელობისთვის ესპანეთში 4 ქართველი დააკავეს

ესპანეთში 4 ქართველი დააკავეს. ესპანური მედიის ინფორმაციით, ქართველები 12 აპრილს ბინის გაქურდვის მცდელობისთვის დაიჭირეს.

სასამართლომ ოთხივე მათგანისთვის დეპორტაციისა და  8 წლით, ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. გამოცემის ცნობით, მათ სახლიდან არაფერი წაუღიათ, რადგან სახლის მეპატრონემ ხმაური გაიგო და პოლიცია გამოიძახა.

მედიის ინფორმაციით, მიერ მათ ქვეყნიდან გასასვლელად ორკვირიანი ვადა მიეცათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დააპატიმრებენ.

მსგავსი თემები