,,რუსეთი აღარ იღებს მონაწილეობას ევროვიზიაზე, ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა საკუთარი ანალოგი”- თინა კანდელაკი

კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი, რუსეთის დუმის დეპუტატის ინიციატივას ეხმიანება. ინიციატივა რუსეთში “მეგობრული ქვეყნებისთვის” ევროვიზიის ანალოგის შექმნას გულისხმობს, სადაც მხოლოდ რუსულ ენაზე იმღერებენ.

,,რუსეთი აღარ იღებს მონაწილეობას ევროვიზიის მუსიკალურ შოუში, ამიტომ გადავწყვიტეთ, აქ შეგვექმნა საკუთარი ანალოგი. სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა შესთავაზეს საკუთარი ევროვიზიის გაკეთება მეგობარი ქვეყნების კონკურსანტებთან ერთად.

იდეა მშვენიერია, მაგრამ თამაშის წესები, მართალი გითხრათ, ასეა. რატომღაც, სიმღერები უნდა შესრულდეს ექსკლუზიურად რუსულ ენაზე, რათა არ მოხდეს მუსიკის “კიდევ ერთხელ გადაცემა” ინგლისურად. მაგრამ კონკურსანტებისთვის ბევრად უფრო საინტერესოა მათ ეროვნულ ენაზე სიმღერა, არა?,”- წერს თინა კანდელაკი ტელეგრამზე.

 

მსგავსი თემები