კამჩატკაზე 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუსეთში, კამჩატკაზე, ქალაქ პეტროპავლოვსკ – კამჩატკიდან 51 კილომეტრის დაშორებით 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრა, მოსკოვის დროით 14:39 საათზე მოხდა. მისი სიღრმე 89 კილომეტრი იყო, ხოლო ინტენსივობის მაჩვენებელი 4 ქულით განისაზღვრა.

ბოლო ძლიერი მიწისძვრა კამჩატკაში ერთი კვირის წინ – 3 აპრილს მოხდა. მაშინ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის შოკის ინტენსივობა, მეცნიერთა აზრით, 6 ქულა იყო. მანძილი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან ეპიცენტრამდე 48 კილომეტრია, სიღრმე 99,5 კილომეტრია. თვით პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიში, თვითმხილველების თქმით, კედლები შეირყა და ფანჯრები ატყდა, ხალხი შენობებიდან გაიქცა.

ცნობისთვის, დღეს დილას, კამჩატკაზე ვულკანი ამოიფრქვა. კუნძულის აღმოსავლეთით რამდენიმე სოფელი ფერფლით იყო დაფარული.

მსგავსი თემები