რიკოთის უღელტეხელზე განვითარებულ მოვლენებს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე აფასებს. მისი თქმით, პროცესები, რომლებიც დაიძრა, შეუქცევადია.
,,პროცესები, რომლებიც დაიძრა ეს არის შეუქცევადი. შეიძლება 10 წელიწადში ჩამოვიდეს, შეიძლება 20 წელიწადში ჩამოვიდეს. შეიძლება, როგორც ბეთანია წამოვიდა 50 წელიწადში ისე წამოვიდეს. შეიძლება ხვალ წამოვიდეს, გააჩნია რა იქნება აგენტი, რომელიც დაძრავს ამ პროცესს, მიწისძვრა თუ დიდი წვიმა. იმისთვის რომ შეფასდეს ეს პროცესები იქ უნდა მუშაობდეს ძალიან გამოცდილი გეოლოგები ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური ინჟინრები და იქ უნდა მუშაობდეს ლოკალური გეოლოგები“, – განუცხადა თეა გოდოლაძემ ”ტვ პირველს”.