,,ცოტა გაუგებარია ეს ისტერიკა”- ანი წითლიძე

,,ჩვენი მივლინების თარიღები იყო დაგეგმილი 10-დან 13 აპრილამდე, ამიტომაც, ცოტა გაუგებარია ეს ისტერიკა,”- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ანი წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რიგგარეშე სხდომის თარიღთან დაკავშირებით ინფორმირებული არ ყოფილა.

,,ჩვენი მივლინების თარიღები იყო დაგეგმილი 10-დან 13 აპრილამდე, ამიტომაც, ცოტა გაუგებარია ეს ისტერიკა. ასევე, მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მხარს ვუჭერ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რიგგარეშე სხდომის თარიღთან დაკავშირებით მე არ ვიყავი ნამდვილად ინფორმირებული. მე მოვუწოდებ, რომ უფრო ორგანიზებულები იყვნენ და სათითოდ იქონიონ ყველა დეპუტატთან კომუნიკაცია. გარდა ამისა, ტყუილია, რომ მხოლოდ ჩემი და ლევან ხაბეიშვილის გამო ვერ იქმნება საგამოძიებო კომისია, დამატებით, კიდევ ორი დეპუტატი ვერ იქნება თვის ბოლომდე წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, შესაბამისად, სულ რომ ხვალ მე და ბატონი ხაბეიშვილი ვყოფილიყავით პარლამენტში და ხმა მიგვეცა საგამოძიებო კომისიისთვის, საგამოძიებო კომისია მაინც ვერ შეიქმნებოდა”, – განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციამ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით 10 აპრილს მიმართა. მოგვიანებით კი ოპოზიციამ პრეზიდენტს ისევ მიმართა, რომ, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, 11 აპრილს მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა აღარ დაენიშნა.

მსგავსი თემები