,,რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრა რომ არ შედგა, ამის საფუძველი შემიძლია, ერთი სიტყვით აღვწერო, ეს არის უპასუხისმგებლობა,” – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილისა და ანი წითლიძის ხელმოწერით დასტურდება, რომ იცოდნენ სხდომის სავარაუდო თარიღი და ამის მიუხედავად დატოვეს ქვეყანა.
,,ის რომ არ შედგა რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრა, ამის საფუძველი შემიძლია აღვწერო ერთი სიტყვით, ეს არის უპასუხისმგებლობა, როცა გაიგზავნა წერილი პრეზიდენტთან, ამ წერილს ხელმოწერა აქვს ორივე დეპუტატის, ქალბატონი წითლიძისაც და ბატონი ხაბეიშვილისაც. მათ იციან, რომ ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტს აქვს 48 საათი, რომ სხდომა ჩანიშნოს. ანუ მათი ხელმოწერით დასტურდება, რომ მათ იცოდნენ სავარაუდო სხდომის თარიღი და მიუხედავად ამისა, დატოვეს ქვეყანა. ეს იმდენად მნიშვნელოვანი მგონია, საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომ ვიზიტის გაუქმებაც, ჩემი აზრით, ნორმალური იქნებოდა, იმიტომ, რომ არიან დეპუტატები, რომლებმაც საკუთარი ვიზიტები გააუქმეს”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.