,,უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს “ნამდვილი მეგობრის“ წოდება ყველაფერს ამბობს” – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მიერ ”ტვიტერში” გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება.

საუბარია პოსტზე, სადაც ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას “ნამდვილ მეგობარს” უწოდებს.

,,ღმერთო ჩემო. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს „ნამდვილი მეგობრის“ წოდება ყველაფერს ამბობს.

მთავრობა, რომელმაც ევროკავშირის წევრობის მიუხედავად, გააუქმა დემოკრატია და კანონის უზენაესობა და ეს არის რუსეთის დე ფაქტო მარიონეტული რეჟიმი, რომელიც თითქმის არაფრით უჭერს მხარს უკრაინას”,- წერს კრამონი.

მსგავსი თემები