,,სანქციებზე აშშ-ის გადაწყვეტილება მტკიცებულებებზე დაყრდნობით არის მიღებული”- თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილება მტკიცებულებებზე დაყრდნობით არის მიღებული. მისი თქმით,  ამ მიმართულებით „ქართული ოცნების“ განცხადებები ღიმილის მომგვრელია.

„ეს არის სწორედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება, რასაც ხაზი გაუსვა ელჩმა დეგნანმა საკუთარ განცხადებით. „ქართული ოცნების“ პირობებში, სასამართლო ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ადამიანებს ციხეში ამწყვდევს, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტს წამების ქვეშ ამყოფებს. აშშ-ის საგარეო უწყებას პრაქტიკა მრავალი ათწლეულისს განმავლობაში აქვს, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით მხარი დაუჭიროს ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებას და კანონის უზენაესობას. ამ მიმართულებით „ქართული ოცნების“ განცხადებები ღიმილის მომგვრელია. მტკიცებულება უნდა იყოს და არის კიდეც, რასაც ამბობს ელჩი დეგნანი. დარწმუნებული ვარ, თუ ხელისუფლება მოითხოვს, მტკიცებულებისს გაზიარების შესაძლებლობა იქნება, თუმცა ამას სჭირდება „ქართული ოცნების“ მხრიდან თანამშრომლობა, რომ თანამშრომლობის რეჟიმში სურთ მუშაობა და არა – შანტაშის რეჟიმში. ამას ვისმენთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, როდესაც საუბრობენ, თურმე, სატელეფონო ჩანაწერები აქვთ, რომლის გამოქვეყნებითაც ახლა არა ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს და ჟურნალისტებს ემუქრებიან, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი თემები