,,მოსამართლე თვითმკვლელობაზე ფიქრობდა, განზრახული ჰქონდა დემონსტრაციულად ჩამოეხრჩო თავი უზენაეს სასამართლოს წინ”- კახა წიქარიშვილი

ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსთვის“ წარმომადგენელის, კახა წიქარიშვილის განცხადებით, ერთ-ერთ მოსამართლეს კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას აიძულებდნენ.

მისი თქმით, უარის შემდეგ მოსამართლეს უთხრეს, რომ  საქმე უნდა აეცილებინა და ამისათვის მას ოპერაცია უნდა გაეკეთებინა და საავადმყოფოში დაწოლილიყო.

,,თქვა, რომ მას აიძულებდნენ კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას. როდესაც უარი განუცხადა, ამ მოსამართლეს უთხრეს, რომ მაშინ საქმე უნდა აეცილებინა და ამისათვის მას უნდა გაეკეთებინა ოპერაცია და დაწოლილიყო საავადმყოფოში. დაუკავშირდა ექიმს და უკვე შეთანხმებული ჰქონდა ოპერაცია. როგორც თვითონ თქვა, უნდა გაეკეთებინა ოპერაცია ჯანმრთელ ადამიანს და დაწოლილიყო საავადმყოფოში, რათა ეს საქმე აეცილებინა. პარალელურად, ის ფიქრობდა თვითმკვლელობაზე და მას ჰქონდა განზრახული, რომ დემონსტრაციულად ჩამოეხრჩო თავი უზენაეს სასამართლოს წინ. იმ ღამით, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მას მიაკითხა “კლანის” ერთ-ერთმა წევრმა და უთხრა, რომ ის შეიცვალა ამ საქმეზე. ამიტომ, შეეძლო, რომ საერთოდ აღარაფერი აღარ გაეკეთებინა და ის ჩაანაცვლეს სხვა მოსამართლით,“ – აცხადებს დამოუკიდებენ იურისტთა ჯგუფის წევრი კახა წიქარიშვილი.

მისი თქმით, თუ საპარლამენტო საგამოშიებო კომისია შეიქმნება, ეს მოსამართლე ჩვენებასაც მისცემს და ცხადი გახდება როგორი კორუფციული სქემები მოქმედებს სასამართლოში და რატომ დასანქცირდნენ მოსამართლეები.

 

მსგავსი თემები