,,არანაირი ფაქტი, მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, იმედი მაქვს, წარმოადგენენ”- კახა კალაძე სანქციებზე

თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ს მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას, ყოველგვარი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, მიუღებელს უწოდებს.

„გადაწყვეტილება, რაც მოვისმინეთ, აბსოლუტურად მიუღებელია. არანაირი ფაქტი, მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. იმედი მაქვს, წარმოადგენენ, თუ რას დაეფუძნა აღნიშნული გადაწყვეტილება, რა იყო ამის საბაბი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აღქმული იქნება სუვერენულ სახელმწიფოსა და დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად. ასეთი დამოკიდებულება დააზიანებს იმ ურთიერთობას, რაც არსებობს ჩვენს ქვეყანასა და ამერიკას შორის. ილია დარჩიაშვილს ჰქონდა კარგი წერილი, სადაც დეტალურად
წარმოადგინა მაგალითები, რა ხდებოდა 2012 წლამდე სასამართლოში, რა დამოკიდებულება ჰქონდა საზოგადოებას და რა გვაქვს დღეს. სასამართლო ჩვეულებრივი ნოტარიუსი იყო. დღეს ადამიანები, რომლებიც გაუგებრად ასანქცირებენ მოსამართლეებს, გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილის მმართველობა დემოკრატიის შუქურა იყო. საქართველოში მოაზროვნე ადამიანები ცხოვრობენ და ისინი სწორ ანალიზს გააკეთებენ“, –
აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები