ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტებზე, ,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ცნობისთვის, ბადრი ესებუას აღნიშნული ბრალდება პროკურატურამ დაკავების შემდეგ, 9 თებერვალს წარუდგინა.