,,თუ ვინმემ სააკაშვილის ხმები გამოიყენა, ეს ნიკანორ მელია იყო” – თაკო ჩარკვიანი

,,თუ ვინმემ გამოიყენა მიხეილ სააკაშვილის ხმები და ყველაფერი ფინანსებიდან დაწყებული, სწორედ ყოფილი თავმჯდომარე იყო,”-  ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თამარ ჩარკვიანმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმემ გამოიყენა მიხეილ სააკაშვილი ხმები ნიკანორ მელია იყო.

,,მე მომხრე ვარ ყოველთვის დიდი პროტესტის. რატომ? იმიტომ, რომ ჩემი ეს გეგმები არ იცვლება. მე ასე ვხედავ ამ პროცესს. სოციალურ ქსელში იმიტომ არ გხვდებათ, რომ იმ პროცენტმა ვინც ხმა მისცა ლევან ხაბეიშვილს, თავად არიან ჩართული და კარგად იციან, რომ მუშაობა მიმდინარეობს სწორედ ამ კუთხით. თუ ვინმემ გამოიყენა მართლაც ეს მდგომარეობა, ეს გახლდათ ნიკანორ მელია. თუ ვინმემ გამოიყენა მიხეილ სააკაშვილის ხმები და ყველაფერი ფინანსებიდან დაწყებული, სწორედ ყოფილი თავმჯდომარე იყო, ამიტომ დაველოდოთ ჩვენ 9 აპრილს, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

წყარო: ”ტვ პირველი”.

მსგავსი თემები