პურის ფასი შესაძლოა შემცირდეს – მალხაზ დოლიძე “მედიაცენტრ მთავარში”

,,დღეს არავითარი პირობა არ არსებობს, რომ პურის ფასმა მოიმატოს”,-  ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

მისივე თქმით, პურის ფასი შესაძლოა, შემცირდეს.

,,დღეს ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება თუ შევადარებთ შარშანდელს, დაახლოებით, 10-15 ლარიანი სხვაობაა. შარშან ფიქსირდებოდა 70 ლარი და 50 თეთრი და წელს ერთი ტომარა დაახლოებით 60 ლარამდეა. ხშირად იციან ხოლმე ამის თქმა, რომ 20 ლარიანი სხვაობაა. შემომტანი, რომელიც 50-ს აფიქსირებს საბაჟოზე 50 ლარად ამ ტომარას არ გაყიდის. მას თავისი მოგება თუ არ დარჩა, რატომ შემოიტანს? ფქვილმა დაიკლო, მაგრამ ელექტროენერგიამ არ მოიმატა? წყალი 4.40 ღირდა, 6.50 ღირს. ბუნებრივმა აირმა არ მოიმატა? დროებითიაო, მერე შეიცვლებაო, შეიცვალა? არ შეიცვალა. გუშინაც შევიკრიბეთ, ვისაუბრეთ, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ასე თუ ისე კლებისკენ კორექტირება მოხდეს. არის ასეთი მოლოდინი, რომ პურზეც შესაძლებელია განხორციელდეს, მაგრამ ამას მუშაობა და დრო უნდა,”- განაცხადა მალხაზ დოლიძემ ”მედიაცენტრ მთავარში”.

 

პურის ფასი შესაძლოა შემცირდეს – მალხაზ დოლიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები