დიმიტრი ჩიქოვანი „POSTV-ის“ წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს

ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს ცრუ დასმენასთან დაკავშირებით POSTV-ის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში სარჩელი შეაქვს.

,,გავიარე კონსულტაციები ჩემ ადვოკატებთან და შევიტან სარჩელს გენერალურ პროკურატურაში და შს სამინისტროში “პოსტივის” წინააღმდეგ”, – განაცხადა დიმიტრი ჩიქოვანმა.

ჩიქოვანის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით,  ადგილი ჰქონდა ჟურნალისტისთვის არა საქმიანობაში ხელშეშლას, არამედ ბინაში მისი უკანონო შესვლის აღკვეთას.

,,თითქოს მან ადამიანი გაიტაცა და შემდეგ ძალადობდა. ეს ცილისწამება არ შემოიფარგლა ეთერში მსგავსი განცხადებით, ამ ცილისწამებას მოყვა პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მხრიდან სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინება, როდესაც მათ მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოსდა დიმა ჩიქოვანმა ჩაიდინა ეს უმძიმესი დანაშაულები. ადგილზე მოვიდა პოლიციის არაერი ეკიპაჟი და მთელი ღამის მანძილზე, გამთენიამდე, პოლიციელები აწარმოებდნენ საპროცესო საგამოძიებო მოქმედებებს დიმა ჩიქოვანის ოჯახში, რითაც არსებითად დაირღვა დიმა ჩიქოვანის უფლებები და ვითხოვთ ცრუ დასმენასთან დაკავშირებით შსს-სა და პროკურატურის რეაგირებას”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

 

მსგავსი თემები