,,შემოხვედით და შემოიტანეთ ბაზარი”- სამხარაძე დეკანოიძეს

„უხერხულობას უნდა გრძნობდე იმის გამო, რომ საზღვარგარეთ ვიზიტებისას აბრალებთ საკუთარ სახელმწიფოს ისეთ რაღაცებს, რომელსაც მტერიც არ დააბრალებს,”- ამ სიტყვებით საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კ ხატია დეკანოიძეს მიმართა.

სამხარაძემ  ხატია დეკანოიძეს წესრიგისკენ მოუწოდა.

„თქვენ შემოხვედით ახალი წევრი და შემოიტანეთ ბაზარი. რაც თქვენ წეღან აღნიშნეთ, ეს ბაზარი შემოიტანეთ თქვენ ამ კომიტეტში. მე ბევრად უფრო მეტად უხერხულად ვიგრძნობდი თავს. უცხო ქვეყნის, მეგობარი ქვეყნის ტელევიზიაში, რომელიც ომშია ჩართული, თქვენ საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ ქვეყანას აბრალებთ, რომ ის ეხმარება რუსეთს და ამის საპასუხოდ არანაირი არგუმენტი არ გაქვთ, არანაირი ფაქტი არ გაქვთ. ეს არის ზუსტად ქვეყნის ღალატი და ამის გამო უნდა გრძნობდე უხერხულობას. ასევე უხერხულობას უნდა გრძნობდე იმის გამო, რომ საზღვარგარეთ ვიზიტებისას აბრალებთ საკუთარ სახელმწიფოს ისეთ რაღაცებს, რომელსაც მტერიც არ დააბრალებს. ამის გამო უნდა გრძნობდე უხერხულობას. შესაბამისად, ვინ რა დოზით გრძნობს უხერხულობას, მგონი, საზოგადოებაემ უნდა გაარჩიოს, ვინ აბრალებს სახელმწიფოს ისეთი დანაშაულების ჩადენას, რომელიც წარმოუდგენელია და ჩვენი ერისა და ხალხის შეურაცხყოფაა“, – განაცხადა სამხარაძემ.

მსგავსი თემები