ბერბოკის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში მეორე მცდელობის შემდეგ დაჯდა – Spiegel

გერმანული გამოცემა Spiegel-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი,რომლითაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი თბილისში ჩამოფრინდა, აეროპორტში მხოლოდ მეორე მცდელობის შემდეგ დაჯდა.

გამოცემის ცნობით, მიზეზი ის იყო, რომ ასაფრენ ბილიკზე სხვა თვითმფრინავი იყო, რის გამოც სამთავრობო თვითმფრინავის მიღება ვერ ხერხდებოდა. წოგორს გამოცემა წერს,  ჩანდა, თითქოს შასი შეეხო ასაფრენ ბილიკს, როცა პილოტი სწრაფად აფრინდა.

მათივე ინფორმაციით, პილოტს სწრაფად მოუწია მანევრირება, რადგან ბილიკი დაბლოკილი იყო. თვითმფრინავი თბილისში ადგილობრივი დროით 23:00 საათზე უნდა ჩასულიყო. Spiegel-ის ინფორმაციით კი,  თვითმფრინავი აეროპორტში დაახლოებით 23:20 საათზე დაჯდა.

მსგავსი თემები